სამკაული ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალია, რომელსაც გარდა ვიზუალური დატვირთვისა, შეუძლია მისი მფლობელის ხასიათი ზუსტად გამოხატოს. გარდა ამისა, ამ აქსესუარს შესაძლოა, სიმბოლური და შინაარსობრივი დატვირთვაც ჰქონდეს, სწორედ ამიტომაც –  სამკაული ყველაზე გავრცელებული საჩუქარია.

დროდადრო  ქართულ ბაზარზე ჩნდება უფრო და უფრო მეტი ბრენდი და ასევე დიზაინერები, რომლებიც საიუველირო ნაკეთობებს სთავაზობენ მომხმარებელს. ეს განსაკუთრებით სიმბოლურია, რამდენადაც ქართველებს ძვირფასი ლითონის დამუშავების და საკმაოდ რთული დიზაინის სამკაულების შექმნის უძველესი ტრადიცია გვაქვს. ამაში მარტივად დავრწმუნდებით, თუკი ეროვნული მუზეუმის უნიკალურ მუდმივ ექსპოზიციებს დავათვალიერებთ. ამ ტრადიციებმა განაპირობა ის, რომ დღეს ქართული სამკაულის კოლექციებში უძველესი ნაკეთობების გავლენა საკმაოდ დიდია. თუმცა, ამასთან ერთად, ადგილობრივ ბაზარზე შევხვდებით ისეთ ბრენდებსაც, რომელთა დიზაინში თანამედროვე, ყოველდღიური, მინიმალისტური და  ხშირ შემთხვევაში ფუტურისტული დიზაინიც ჭარბობს.

აქსესუარები  და, მით უმეტეს, სამკაულები,  მთელი წლის განმავლობაში აქტუალურია, თუმცა  მათზე მოთხოვნა განსაკუთრებით მაინც წინასაახალწლო პერიოდში იზრდება. თუ ორიგინალურ საჩუქარს ეძებთ, ან საიუველურო ნაკეთობები განსაკუთრებულად გიყვართ და გინდათ საახალწლოდ  საკუთარ ნივთებს  ლამაზი და სიმბოლური დეტალი შემატოთ, მაშინ ეს სტატია ყურადღებით უნდა წაიკითხოთ – ჩვენ მოგიყვებით რამდენიმე ქართული ბრენდის/დიზაინერის  შესახებ, რომლებიც ორიგინალურ და მრავალფეროვან  სამკაულებს ქმნიან. 

 

Le Chic Radical

Image may contain: 1 person, closeup

Le Chic Radical –  ეს არის ქართული სამკაულის ბრენდი საინტერესო დასახელებით, რომელიც დაახლოებით 3 წლის წინ ნინა ივანოვნამ და გიორგი ვაზოვსკიმ დააარსეს.  ბრენდი  სახასიათო  დიზაინის თანამედროვე სამკაულს გთავაზობთ. თუ ინდივიდუალური სტილი გაქვთ და იდეურად დატვირთული დეტალები მოგწონთ, მაშინ Le Chic Radical-ის კოლექციებში თქვენთვის მიმზიდველ აქსესუარს აუცილებლად აღმოაჩენთ. ბრენდის სამკაული ხელნაკეთია. ნაკეთობები გაფორმებულია სვაროვსკის კრისტალებითა და ბუნებრივი მარგალიტებით. ბრენდის მაღაზიას ვაშლოვანის 1-ლ ნომერში აღმოაჩენთ.  Le Chic Radical-ის კოლექციები ასევე წარმოდგენილია  IERI store-ში, რომელიც პეტრიაშვილის 1-ლ ნომერში, “ღვინის ქარხნის” ტერიტორიაზე მდებარეობს.

 

Chubika

No photo description available.

Chubika ერთ-ერთი  თანამედროვე ქართველი დიზაინერია, რომლის სამკაულები კარგად არის ნაცნობი როგორც ქართველი, ასევე საერთაშორისო მომხმარებლებისათვისაც. სამკაულების დიზაინი დაკავშირებულია ფიგურებთან, გრაფიკასთან, სკულპტურასთან – რაც ამ ნაკეთობებს, როგორც ხელოვნების ნიმუშებს,  კიდევ უფრო შთამბეჭდავს და სახასიათოს ხდის. გარდა სოციალური ქსელისა, ჩუბიკას დიზაინით შექმნილი ვერცხლის და ოქროს ნაკეთობების შეძენა შესაძლებელია  IERI store-ში.

 

ატარე 

Image may contain: one or more people

“ატარეს”  შთაგონება ქართული უნიკალური ანბანი გახდა. ვერცხლისგან დამზადებული, ქართული ასოების სიმბოლოებით  შექმნილი მინიმალისტური სამკაული არა მხოლოდ ვიზუალურად გამოირჩევა, არამედ მისი მფლობელისათვის სიმბოლური დატვირთვაც აქვს. ასოები, ინიციალები –  ეს არის სიმბოლოები, რომლებიც შესაძლოა, ძალიან ბევრ ამბავთან და ისტორიასთან იყოს დაკავშირებული. სწორედ ამიტომ, თუკი თქვენთვის გსურთ ორიგინალური ნივთის შეძენა ან სამახსოვრო საჩუქარს ეძებთ, “ატარეს” პროდუქციას  უნდა გაეცნოთ. სამკაულის დათვალიერება და შეძენა შესაძლებელია ონლაინ, ბრენდის ოფიციალურ ვებგვერდზე. 

 

LEVEL

Image may contain: one or more people and closeup

LEVEL-მა სამკაულების პირველი კოლექცია 2020 წლის სექტემბერში წარადგინა. ვერცხლის აქსესუარები საკმაოდ მინიმალისტური, თუმცა საინტერესო და ორიგინალური ფორმებით გამოირჩევა, რომლის დიზაინში გეომეტრიული ფიგურები ჭარბობს. კოლექცია აერთიანებს ბეჭდებს, საყურეებს, გულსაკიდებს.  ბრენდის მომხმარებელში საკმაოდ პოპულარულია გულსაკიდები ლათინური ინიციალებით. LEVEL-ის კოლექციის შეძენა შესაძლებელია სოციალური ქსელის მეშვეობით.

 

Chkhira Jewelry

No photo description available.

Chkhira Jewelry უკვე მრავალი წელია მომხმარებელს ქართულ საიუველირო ნაკეთობებს სთავაზობს. თითოეული სამკაული უნიკალურია, რაც  იმას ნიშნავს, რომ კონკრეტული დიზაინის მხოლოდ ერთი მოდელი იქმნება. Chkhira Jewelry-ის კოლექციები ძირითადად ვერცხლის სამკაულს აერთიანებს.  ნაკეთობები  ხელით იქმნება და საკმაოდ რთულად შესასრულებელი დეტალებით გამოირჩევა. Chkhira Jewelry-ის კოლექციების  დათვალიერება და  შეძენა შესაძლებელია ონლაინ,  ოფიციალური ვებგვერდის საშუალებით, ასევე ბრენდის მაღაზიაში, რომელიც აბაშიძის 79 ნომერში მდებარეობს.

 

BOO Jewellery 

Image may contain: one or more people and closeup

BOO Jewellery  2018 წლის ოქტომბერში საქართველოში შეიქმნა. ეს არის ბრენდი, რომელიც მინიმალისტური, ორიგინალური და თანამედროვე ვერცხლის ნაკეთობებს ქმნის. თითოეული დიზაინი არის უნიკალური და სრულად ხელნაკეთი. როგორც ბრენდის დამფუძნებლები ამბობენ,  ყოველ მოდელზე  ინდივიდუალურად მუშაობენ, რაც მის უნიკალურობას და ხარისხს განსაზღვრავს. ბრენდს ქვეყნის გარეთაც ჰყავს წარმომადგენლობა – უკრაინაში, რუსეთსა და ესპანეთში. BOO Jewellery-ის კოლექციის დათვალიერება და შეძენა შესაძლებელია ონლაინ,  სოციალური ქსელის მეშვეობით.

 

BABALETO

Image may contain: one or more people

ბრენდის ნაკეთობები მინიმალისტური დიზაინით გამოირჩევა, მათ შეხამებას  სხვადასხვა სტილთან მარტივად შეძლებთ. ვერცხლის, ოქროს და მოოქრული სამკაულის კოლექციები აერთიანებს საყურეებს, ყელსაბამებს, სამაჯურებს, ასევე გულსაკიდებს, რომლებიც ზოდიაქოს ნიშნების კონცეფციით არის შექმნილი. “ბაბალეტოს” კოლექციის დათვალიერებას და შეძენას ონლაინ, სოციალური ქსელის მეშვეობით შეძლებთ.

 

KENE

Image may contain: one or more people, text that says 'SILVER ACCESSORIES KENE'

KENE  ვერცხლის სამკაულის კიდევ ერთი ქართული ბრენდია. ქალისა და მამაკაცის სამკაულების კოლექციები მინიმალისტური, სადა და თანამედროვე დიზაინით გამოირჩევა. პროდუქციის შეძენა შესაძლებელია ონლაინ, სოციალური ქსელის მეშვეობით, ასევე ბრენდის შოურუმი წარმოდგენილია მიცკევიჩის 6 ნომერში მდებარე მაღაზია “პარაისოში”.

 

KALEISI

Image may contain: one or more people, closeup and outdoor

მაღალი ხარისხის ვერცხლით დამზადებულ, ასევე მინიმალისტური სტილის აქსესუარებს გთავაზობთ “კალეისი”. კოლექციები  აერთიანებს როგორც ქალის, ასევე მამაკაცის სამკაულებს. მრავალფეროვანი მოდელები განსხვავებული გემოვნების მომხმარებელს საშუალებას აძლევს, თავისი სტილის შესაფერისი ორიგინალური  აქსესუარი შეარჩიოს. ბრენდი მომხმარებელს ხშირად სთავაზობს ფასდაკლებებს და სხვადასხვა აქციებს. სამკაულების შეძენა შესაძლებელია ონლაინ, სოციალური ქსელის მეშვეობით, გარდა ამისა, კოლექციები წარმოდგენილია პეკინის 19 ნომერში მდებარე მაღაზიაში –  “კაბა”.

 

ცვარა

Image may contain: flower

ცვარა პროფესიონალი იუველირების გაერთიანებაა, რომლებიც ძვირფასი ლითონის დამუშავების უძველეს ტექნიკას იკვლევენ, მის თანამედროვე ალტერნატივაზე მუშაობენ და სწორედ ასე ქმნიან სამკაულებს. კოლექციები აერთიანებს ოქროს და ვერცხლის ნაკეთობებს. ზოგიერთი მოდელის დიზაინში გამოყენებულია სხვადასხვა ძვირფასი ქვა. გარდა ოფიციალური ვებგვერდისა, კოლექცია წარმოდგენილია მაღაზიაში, რომელიც რიყეზე, მშვიდობის ხიდის ქვეშ მდებარეობს.