ბრენდი

ბრენდი 2019-07-18T09:59:11+04:00

„ატარე ანბანი“ ნამდვილი ქართული ბრენდია და მიზნად ისახავს ქართული ენის, კულტურის და ისტორიის პოპულარიზაციას.

მისი დამფუძნებლები ნესტან და თამარ ამირეჯიბები არიან, რომლებმაც ქართული ასოები ვერცხლისა და ოქროს სამკაულებად აქციეს, თითოეულ ნიშანს კი ორიგინალური განსაზღვრება და მნიშვნელობა მიანიჭეს.

„ატარე ანბანი“ სადა, მარტივი, ნებისმიერ სამოსზე მოსახდენი და აზობრივად დატვირთული სამკაულია, რომელიც 2019 წელს ერთ-ერთ საუკეთესო სასაჩუქრე იდეად იქცა. გარდა იმისა, რომ აქსესუარი რაიმე პოზიტიური ცნების ინიციალია, თითოეულ ასო-ნიშანში სასიამოვნო და დადებითი ეპითეტი იშიფრება, რაც დღესასწაულებსა და მნიშვნელოვან დღეებზე მომხმარებელს მოტივაციას აძლევს საყვარელ ადამიანებს კომპლიმენტი გაუკეთოს ან საუკეთესო სურვილები გაუმჟღავნოს.

„ატარე ანბანი“ არის ის განსაკუთრებული ნამდვილი ქართული სუვენირი, რომელიც ტურისტებს საქართველოს შესახებ მოგონებებს უტოვებს.
ჩვენი მიზანია ქართული გამორჩეულობა და განსაკუთრებულობა ამ ფორმით წარმოვაჩინოთ.

„ატარე ანბანი“ მომხმარებელს ვერცხლისა და ოქროს ჯვრების, სამაჯურებისა და გულსაკიდების ახალ დიზაინს, ამჯერად უკვე მამაკაცებისა და ბავშვებისთვისაც სთავაზობს. „ატარე“ გახდა ონლაინსივრცე, სადაც თქვენ საუკეთესო სიურპრიზს ყოველთვის აღმოაჩენთ.